“სამწუხაროა, რომ ბავშვებს წირავთ! მიპასუხეთ, რატომ იყო სკოლები ონლაინზე მაშინ, როცა 2-3 ადამიანი იყო კოვიდით დაინფიცირებული და რატომ არ დაითხოვეთ ახლა, როცა დღეში 60 ადამიანია დაინფიცირებული.
რა გახდა ეს თქვენი პროტოკოლი? ვინ გიდგენთ ამისთანა? რას აკეთებთ დირექტორები? თქვენი აზრი არ გაქვთ? თუ მარტო იმისთვის ვარგიხართ საარჩევნოდ კომისიებში ჩაჯდეთ, სახოტბო ვიდეოები წეროთ?
ხვალ საბავშვო ბაღების გახსნას აპირებთ, არც გაბედოთ! საკვები პროდუქტები მიაწოდეთ ბავშვებს სახლში.
მარინა ვეფხვაძე ფორმალურად რესურსცენტრის დირექტორო! გაიღვიძე! ნუ გაწირავ ამდენ ბავშვსა და მასწავლებელს.
ისე ყველა ადამიანს აქვს პროტესტის უფლება.
მშობლებო გაუფრთხილდით თქვენ შვილებს. ნუ გაუშვებთ ბავშვებს სკოლაში, საბავშვო ბაღში”, _თავის დამოკიდებულებას ასე ემოციურად გამოხატავს ხარაგაულელი ქეთი ზუმბაძე.
მისი აზრით, სახელმწიფო მოზარდებს სწირავს, სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე რომ არ გადაჰყავთ. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, მარინა ვეფხვაძეს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელობას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.
[sexy_author_bio]