რამდენიმე წუთის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე ბანერი “თავისუფლება მიშას“ გამოფინეს.
ამავდროულად, მეორე სართულიდან “ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის“ წევრები დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე სიტყვით გამოვიდნენ.
მათ აღნიშნეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკანონოდ ზის და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
დავით მჟავანაძის სიტყვის გამოსვლის დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ თავისი პოზიცია ასე გამოხატა: “არ განახოთ მიშაზე უკეთესი ღმერთმა.“
[sexy_author_bio]