თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ მელაურში, სოფიკო კიკაჩეიშვილი ,, გურია ნიუსთან” საუბრისას 27 ოქტომბრის დღის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:
“სამტრედიიდან თბილისის მიმართულებით, დაახლოებით, 2500 ადამიანი გავედით. მინდა, გითხრათ, რომ ყველანი ჩვენი ნება-სურვილით.
მართალია, იყო შეთავაზება, მაგრამ- არა ძალდატანებით. ვისაც თბილისის აქციაზე წასვლა არ უნდოდა, არც დაუტანებია ვინმეს ძალა და არც დაუშინებია, ამას როგორც თავის დროზე, ნაცები ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ და ატერორებდნენ საჯარო სექტორს.
ჩვენ ჩამოვედით თბილისში იმისათვის, რომ დავანახოთ მსოფლიოს, რამდენი ვართ, ვისაც არ გვინდა,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნა. თუმცა, გაცილებით მეტნი ვართ, ვისაც სააკაშვილის რეჟიმის გახსენებაც არ სურს.
სხვა მიზანი, რეგიონებიდან ადამიანების ჩამოსვლას, არ აქვს. არ დავუშვებთ მიშას უკანონო, ბოროტი ზრახვების განმეორებას. ეს უდიდესი დანაშაული იქნება ქართველი ხალხის წინაშე. მშვიდობიან აქციაზე იმისთვის მოვედი, რომ ქვეყანას სტაბილურობის და განვითარების საშუალება მიეცეს”, _ ამბობს კიკაჩეიშვილი.
[sexy_author_bio]