ჩოხატაურში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს.
როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ინტაბუეთის მცხოვრებლები ამბობენ, მათი სოფლის ერთ პატარა უბანში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.
“მესამე ადამიანია უკვე ჩვენს პატარა კუთხეში. ორს კიდევ ისეთი რთული მდგომარეობა აქვს, განწირული არიან. თითქმის ყველა ოჯახში კორონავირუსი მძვინვარებს. ადამიანებს კიდევ არ ესმით, რომ ერთადერთი გამოსავალი თუ არა, შეღავათი რომ ვაქცინაციაა. ერთი-ერთი გარდაცვლილი გუშინ დილით წაიყვანეს ქუთაისის კლინიკაში, საღამოს შავი პარკით მოასვენეს სახლში. ისეთი ვითარება გვაქვს უბანში, მეზობელი მეზობელთან სამძიმრის სათქმელადაც ვერ მიდის”, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას სოფელ ინტაბუეთის მცხოვრებლები.