ჩვენს ქვეყანაში, ყოველდღიურად იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ონლაინ ვაჭრობენ. ძირითადი ფაქტორები, რის გამოც ადამიანები ნივთების ონლაინ შეძენას ანიჭებენ უპირატესობას, ეს არის დროის დაზოგვა საცობებსა და რიგებზე, პროცედურის სიმარტივე, ნივთის ადგილზე მიწოდების სერვისი, ფასდაკლებები ონლაინ უნაღდო ანგარიშსწორებისას და სხვა.
ინტერნეტი არაჩვეულებრივი ადგილია იმისთვის, რომ შეიძინოთ ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად და არ იყოთ დამოკიდებული საცობსა თუ ამინდის პროგნოზზე. იმის მიუხედავად, რისი შეძენა გსურთ, იქნება ეს ტანსაცმელი, ტექნიკა, აქსესუარები, საკვები თუ სხვა, შეგიძლიათ რამდენიმე წუთში გაეცნოთ ასობით პროდუქტს, წაიკითხოთ მახასიათებლები და იმ მომხმარებლების გამოხმაურებები, ვინც თქვენამდე შეიძინა ნივთი.
უკვე, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, როგორ მუშაობს ფეისბუქის ალგორითმი. როდესაც თქვენ ერთ რომელიმე ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდს ესტუმრებით, თქვენ ერთ რომელიმე რამდენიმე წუთში, თქვენს გვერდზე უამრავი სხვა ონლაინ მაღაზიის შემოთავაზებები ავტომატურად გამოჩნდება. სწორედ, რომ სოციალური ქსელები (facebook, Instagram, twitter, pinterest) თამაშობენ წამყვან ელექტრონული კომერციის განვითარებაში
გახსოვდეთ, რომ ონლაინ მაღაზიის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი მისი სანდოობაა. საიტის მოსახერხებელი სტუქტურა კი დაგეხმარებათ, რომ ვაჭრობის პროცესი სასიამოვნო გახდეს.
დროის დაზოგვისა და კომფორტის შექმნის მიზნით, სულ უფრო მეტი მომხმარებელი მიმართავს ინტერნეტ მაღაზიებს ონლაინ ვაჭრობისთვის. ერთი კლიკის პრინციპით, თქვენ რამდენიმე წუთში შეძლებთ, შეიძინოთ სასურველი ნივთები ისეთ საიტებზე, მაგალითად, როგორიცაა isurve.ge.
უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ონლაინ მაღაზიების გააქტიურების ფონზე, ჩვენი ქვეყნიდან ყოველწლიურად მცირდება მსოფლიოს უმსხვილესი მაღაზიებიდან გამომწერთა რიცხვი!
ეს ცალსახად, ქართული ონლაინ მაღაზიების აქტიურობის დამსახურებაა, რომელთაც შეძლეს და მომხმარებელს დაანახეს ონლაინ ვაჭრობის უპირატესობები!