“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ საარჩევნო უბანზე თავისი არჩევანი გააკეთა.
“მჯერა, დღევანდელი დღე ოზურგეთში განახლებას და წარმატებებს დაუდებს საფუძველს! ჩემი არჩევანი გავაკეთე! კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს და მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ერთად გავიმარჯვებთ! “_ წერს ავთანდილ თალაკვაძე ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურშიქალაქში „ქართული ოცნების“ წევრი ლელა საჯაია და პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი სირაძე არიან.
გურიანთა-მელექედურში (60/11) გამარჯვებისთვის “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ნინო მახარაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი დათა მიქელაშვილი იბრძვიან.
რაც შეეხება 60/12 საარჩევნო უბანს აქ “ქართული ოცნების“ კანდიდატი ტიტე მგელაძე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი შალვა თავდიშვილი გადავიდნენ მეორე ტურში.
მეორე ტურია ასევე, 60/06 მაჟორიტარულ ოლქში _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რაინდი დუმბაძეს და “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ჩაგანავას შორის გამარჯვებულს ამომრჩეველი დღეს გამოავლენს.
[sexy_author_bio]