5 საათისთვის, ჩოხატაურის #62 ოლქის უბნებზე, სადაც დღეს საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ირჩევენ, ამომრჩევლის აქტივობა ასეთი იყო:
ხევის საარჩევნო უბანზე 284 ამომრჩეველი გამოცხადდა _ ამ უბანზე პირველ ტურში 247 ამომრჩეველმა გამოხატა ნება; ნაბეღლავის უბანზე _ 134 ამომრჩეველი მივიდა, აქ პირველ ტურში მონაწილეობა 194 ამომრჩეველმა მიიღო; ქვაბღის უბანზე ხუთი საათისთვის 160 ამომრჩეველი იყო მისული და ამ უბანზე პირველ ტურში სულ 183 ამომრჩეველი მივიდა; რაც შეეხება ჩხაკაურას უბანს, ხუთი საათისთვის 142 ამომრჩეველი იყო მისული და ამ უბანზე, პირველ ტურში სულ 173-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
ასე რომ, ამ უბნებზე აქტივობა საკმაოდ მაღალია.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის აქ ერთმანეთს კონკურენციას უწევენ გახარიას პარტიის “საქართველოსთვის“ კანდიდატი მამუკა ჯინჭარაძე და “ქართული ოცნების“ კანდიდატი ზვიად მამალაძე.
[sexy_author_bio]