წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა არჩევნებში მონაწილეობისთვის.
„მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, მადლობა ჩვენს ქალაქს ყველაფრისთვის. ძალიან კარგად და მშვიდად ჩატარდა არჩევნები. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას. მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე. ასევე მინდა, მივულოცო ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს, მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.