ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე მხარდამჭერებს “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის გამარჯვებას ულოცავს.
“სწორედ თქვენ გეკუთვნით ეს გამარჯვება და მინდა გითხრათ, რომ შემდეგი ოთხი წელი ოზურგეთში ბრუნდება ის აღმშენებლობა, ინიციატივები და განახლება, რომელიც ოზურგეთს ეკადრება”, თქვა არჩილ თალაკვაძემ და სიტყვა ავთანდილ ტალაკვაძეს გადასცა, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა მხარდამჭერებს მადლობა ნდობისთვის და შეჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს მათი ნდობის გასამართლებლად.
[sexy_author_bio]