ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 98 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 25 დადებითი აღმოჩნდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან “გურია ნიუსს” აცნობეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოზურგეთში 989998 კოვიდტესტია გაკეთებული, საიდანაც დაფიქსირებულია ინფიცირების 8529 შემთხვევა.
8529 ინფიცირებული პაციენტიდან გამოჯანმრთელდა 7683, ხოლო 79 პაციენტი გარდაიცვალა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 767 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტების უმეტესობა ბინაზე მკურნალობს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ბინაზე მკურნალობას გადის 428 პაციენტი, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 201 პაციენტი, ხოლო სტაციონარში 138.