ჩოხატაურში კოვიდინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
ჯიბუტის ინფორმაციით, სურების ხაზზე ინფიცირების შემთხვევები მატულობს.
“ინფიცირების შემთხვევების მატება გამოიკვეთა სურების ხაზზე, ზემო და შუა სურებში. გასვლითი ბრიგადები გავიყვანეთ გუშინაც და გავალთ ალბათ ხვალაც. ადგილზეც ატარებს ექიმი ტესტირებას. მიუხედავად იმისა, რომ მჭიდროდ დასახლებული პუნქტები არაა და მოსახლეობის დიდი რაოდენობით არ გამოირჩევიან, აღინიშნა ინფიცირების შემთხვევების მატება მაგ მხარეს”,_ გვითხრა ჯიბუტმა.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 3433 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3099 პაციენტი, გარდაცვლილია 39.