ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ბესო ქათამაძის საქმის განხილვა ამ წუთებში დასრულდა.
როგორც ცნობილია, ბესო ქათამაძემ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ წარწერა _ “თავისუფლება მიშას“ გააკეთა.
მოსამართლე კაპანაძემ ბესო ქათამაძე სამართალდამრღვევად ცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ასევე, სასამართლო პროცესი გაიმართა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ბესო ქათამაძის, დავით მჟავანაძის და თათია ნიკოლაიშვილის საქმეზე, რომლებმაც ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე გამოფინეს ბანერი წარწერით _ “თავისუფლება მიშას.“
[sexy_author_bio]