არცერთი წამალი არ არის ვაქცინაზე უფრო ეფექტური, – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა, დავით გადელიამ „ქრონიკაში“ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატებზე საუბრისას განაცხადა.
„გუშინ, კლინიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე მონოკლონური ანტისხეულების შემცველ მედიკამენტებზე ვიმსჯელეთ. ესენი კარგი პრეპარატებია, მაგრამ არავის აზრადაც არ მოუვიდეს, რომ ეს არის ძალიან მაღალი ეფექტის მქონე, არცერთი წამალი არ არის ვაქცინაზე უფრო ეფექტური, ახლოსაც ვერ მივა ვაქცინასთან – ვაქცინა უფრო დამცველია.
როდესაც ვსაუბრობ მედიკამენტებზე, განსაკუთრებით ანტივაქსერები ამბობენ, „აი, ხომ ხედავთ რაღაც პრეპარატები შემოდის და აღარ დაგვჭირდება აცრა“ – ახლოსაც არ არის პრეპარატები აცრასთან. ვაქცინაციას რომ უკირკიტებენ, არანაკლებად სახიფათო და ჩასაძიებელია ეს პრეპარატები“, – განაცხადა დავით გადელიამ.