ამ ხელისუფლებას სხვა ენა, გარდა პროტესტისა არ ესმის და როგორც ადრე ჩვენი პროტესტით დავახევინეთ, ახლაც ასევე დავახევინებთ უკან, დრო ცოტა გვაქვს და გვჭირდება ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
რაც შეეხება საპარლამენტო მანდატების დატოვებას, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ერთადერთი მოტივი რის გამოც საპარლამენტო მანდატს ინარჩუნებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა და ,,ქართულ ოცნებას” იმის საშუალებას არ მისცემენ, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ცვლილებები ჩააგდოს.
,,ჩვენ სხვა არჩევანი გარდა პროტესტისა ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა, არჩევნები გააყალბა, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება და გვყავს ხელისუფლება, რომელიც ასრულებს პუტინის დავალებებს. ჩვენი მთავარი იარაღი ამ ბრძოლაში არის მასშტაბური, ყოვლისმომცველი პროტესტი, თითქის ყოველდღე ყველა ქალაქში არის საპროტესტო აქციები, 6 ნოემბერს გაიმართება მასშტაბური აქცია. ამ ხელისუფლებას სხვა ენა, გარდა პროტესტია არ ესმის და როგორც ადრე დავახევინეთ ჩვენი პროტესტით, ახლაც ასევე დავახევინებთ უკან, დრო ცოტა გვაქვს და გვჭირდება ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რადგან მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია.
ერთადერთი მოტივი რის გამოც საპარლამენტო მანდატს ვინარჩუნებთ ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები, ჩვენ რომ მანდატი დავტოვოთ ეს ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება ავტომატურად. არ მივცემთ ,,ქართულ ოცნებას” იმის საშუალებას, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ცვლილებები ჩააგდოს”, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.