“პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ეს არის ეკლესიისთვის სუდარის გადაფარების მცდელობა“, – ასე გამოეხმაურა სალხინოს მონასტრიდან განკვეთილი სასულიერო პირების პოლიციის ძალით გაძევებას ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა.
,,ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოს საერო და საეკლესიო ხელისუფლებას ჰყავს კრიმინალური ბანდა, რომელიც უკანონოდ, ძალმომრეობით მართავს ეკლესიას და სახელმწიფოს. ჩვენ ვნახეთ თავზე ლაფდასხმული პოლიცია, მათი უპრეცედენტო რაოდენობა სამარცხვინო მდგომარეობაში.
მამებს უკანონოდ აქვთ აღკვეთილი თავისუფლება, იმედია, ციანიდის ჩადებას არ აპირებენ. დღევანდელი საქციელი, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ეს არის ეკლესიისთვის სუდარის გადაფარების მცდელობა“, _ განაცხადა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა
შეგახსენებთ, რომ დღეს, სალხინოში ვითარება დილით დაიძაბა. დაკავებულია 5 სასულიერო პირი – მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე და მამა ბასილი. მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილ ბერებს სამართალდამცველებმა მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
როგორც მედიისთვისაა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო დანაყოფები გამთენიისას იმერეთიდან ჩაიყვანა.
[sexy_author_bio]