რუსი დიპლიმატი გერმანიის დედაქალაქში საელჩოსთან გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარს BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რუსეთის საელჩოს ზედა სართულიდან გადმოვარდა, მაგრამ უცნობია, როგორ. გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა არ სახელდება, მაგრამ როგორც ცნობილია, ის 35 წლამდე ასაკის იყო და საელჩოში მდივნად მუშაობდა.
Der Spiegel იუწყება, რომ საელჩომ მომხდარს უწოდა “ტრაგიკული უბედური შემთხვევა”, რომელზეც კომენტარს არ აკეთებს “ეთიკური მიზეზების გამო”.
ამავე გამოცემის ცნობით, დიპლომატი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა. რუსეთის საელჩო არ დათანხმდა ექსპერტიზას და მისი ცხედარი რუსეთში ახლა გადაასვენეს.
როგორც საგამოძიებო ვებსაიტ Bellingcat იუწყება, წყაროს მონაცემებით დაადგინა, რომ მამაკაცი რუსეთის FSB სადაზვერვო სააგენტოს სამსახურის დირექტორის მოადგილის შვილი იყო.
აღნიშნული სამსახური უკავშირდება ჩეჩენი ეროვნების საქართველოს მოქალაქის ზელმიხან ხანგოშვილის მკვლელობას, რომელსაც 2019 წლის აგვისტოში, ბერლინის პარკში თავში ესროლეს.
გერმანია რუსეთს ადანაშაულებს მკვლელობის შეკვეთაში.
ამ სამსახურის ჩინოვნიკები ასევე დაკავშირებულია რუსი ოპოზიციონერი მოღვაწის ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან 2020 წელს.