უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
პატარაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ცხოვრებაში არ ვყოფილვარ დიეტაზე, არც ე.წ. განტვირთვის დღე გამიკეთებია – დღეს იყო პირველი. არ დამიგეგმავს, რას აღარ მივედ-მოვედე ამის ასახსნელად. დღის ბოლოს მივხვდი, რომ ჩემი ფსიქიკის გამოხტომაა, ასე გამოხატა თანაგანცდა მოშიმშილეების მიმართ. სასაცილოა, კი. მძიმეა სხვისი შიმშილობის ყურება, პირველად შუქრუთელებთან გამოვცადე ეს, მაშინ შევძელი დახმარება, ახლა ვერ…
გული მეწურება ელენეზე და მაშფოთებს სააკაშვილის მდგომარეობა. აბსოლუტურად არ მესმის იმ ხალხის, ვინც მიშას შიმშილობას დასცინის დანამატების მიღების გამო. სულაც რომ ნაღდი მანიფაფა ეჭამა, ეგ ყოფნის ადამიანს? ვერ ვხვდები, რიგით ქოცებს რა ნერვები აქვთ, ღამე როგორ სძინავთ, ან ლუკმა პირში როგორ გადასდით? კაი, დავუშვათ სააკაშვილის ტანჯვით ტკბებიან (ოღონდ ესეც სრულიად გაუგებარია ჩემთვის), ელენე? ელენეზე როგორ არ წუხან?“_ წერს ბაია პატარაია.