ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის თქმით, ლანჩხუთში სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4600 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4016 პაციენტი, გარდაცვლილია 59.
ამ დროისთვის ლანჩხუთში აქტიურია ინფიცირების 525 შემთხვევა.
525 პაციენტიდან კლინიკაში 30 მკურნალობს, 1 კოვიდსასტუმროში, დანარჩენები კი ბინაზე მკურნალობენ.
[sexy_author_bio]