ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“ზოგადი მდგომარეობა უცვლელია. ინფიცირება მატულობს და იმუნიზაცია კლებულობს.
4 საჯარო სკოლა გვყავს მთლიანად დისტანცირებული და 7 კლასია ჰიბრიდულ სწავლაზე. 2 ბაღია დაკეტილი საკარანტინო ვადით, დანარჩენები ფუნქციონირებენ”,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.
სულ ლანჩხუთში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 4637 დადებითი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4040 პაციენტი, გარდაცვლილია 59. აქტიურია ინფიცირების 538 შემთხვევა.