“ცხინვალში ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვიგებთ მთავრობისგან. მე არ მინდა მყავდეს მატყუარა მთავრობა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვატყუებს. თუ არ იყო ძალადობა გადაყვანის დროს, ეს კადრები გამოაქვეყნონ. ჩემ მიმართ ფიზიკური დაპირისპირება ცხინვალის ე.წ ციხეში არ ყოფილა. არავითარი პირადი ან რელიგიური შუღლი არ ყოფილა ჩემ მიმართ და ჩვენი მოქალაქის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი”,_ თქვა ვაჟა გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.
ინფორმაციისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაში თვეზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდა.
ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა.