შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი თქმით, სტალინის დროსაც არ წასულა სასამართლო “ასე შორს”.
“მართლაც აღმაშფოთებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებაც კი არ მიეცა. სტალინის საბჭოთა პერიოდში მოსკოვის ცნობილი საჩვენებელი სასამართლო პროცესებიც კი არ წასულა ასე შორს”, – წერს კარლ ბილდტი ტვიტერზე.