“ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებ. როგორც ასკურავა წერს, ოზურგეთის მედალფას კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსი ლევან გოგუაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“ჩემი მეგობარი, თავისი საქმის პროფესიონალი, ცნობილი ექიმი-ანესთეზიოლოგი, ოზურგეთის მედალფას კლინიკის რეანიმაციული განყოფილების უფროსი ლევან გოგუაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ იგი ხმამაღლა აპროტესტებს მე-3 პრეზიდენტის უკანონო პატიმრობას და მყარად დგას ისტორიის სწორ მხარეს.
ჩემო ლევან, ვამაყობ თითოეული იმ დღით, თითოეული იმ წუთით, როცა მე და შენ ერთად მდგარვართ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვის სადარაჯოზე. ვამაყობ შენი ოჯახით, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასია…
ჩემო მეგობარო, ეს ყველაფერი მარტის თოვლივით გაქრება, ღრუბლები აუცილებლად გადაირეკება და გამოვა მზე, რომელიც, მართალია, ყველას ერთნაირად მოეფინება, მაგრამ ვერანაირი ენერგია ვერ გაათბობს იმათ გულებს და გაანათებს მათ გონებას, ვისთვისაც პირადი კეთილდღეობა გაცილებით მეტია, ვიდრე სამშობლოს სიყვარული!
ჩემო ლევან, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს”, _ წერს ასკურავა.
კლინიკა “მედალფას“ დირექტორის დათო მდინარაძის თქმით, ლევან გოგუაძე სამსახურში 5 ნოემბრის შემდეგ თვითნებურად არ გამოცხადებულა.
“ხუთი ნოემბერის შემდეგ დღეს მოვიდა, 11 ნოემბერს. 7 ნოემბერს ის იყო მორიგე ექიმი და არ გამოცხადებულა. 8 ნოემბერს დამირეკა და მითხრა, რომ ის იმყოფებოდა თბილისში საპროტესტო აქციაზე. ლევანი არის ჩემი მეგობარი და კოლეგა, გამიკვირდა მისგან ასეთი ქმედება. “ – გვითხრა დათო მდინარაძე.
[sexy_author_bio]