,,კვარაცხელია, მოულოდნელი “ესპანელი” გმირი” – ამ სათაურით კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo სტატიას აქვეყნებს, რომლითაც საქართველოს ნაკრების მიერ შვედეთის დამარცხებას ეხმაურება.
გამოცემა სტატიაში აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას რუსეთში ბოლო წუთებს ითვლის და ტრანსფერის საკითხი დროის ამბავია.
“2021 წლის 28 მარტს კვარაცხელიამ საკუთარი პოტენციალი უკვე გვიჩვენა (ესპანეთის ნაკრებში გატანილი გოლით, რედ), ახლა კი შვედეთის ნაკრების მიწაზე დანარცხებით თავი კიდევ ერთხელ შეგვახსენა. ხვიჩა კვარაცხელია სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდება და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ მალე ახალგაზრდა ქართველი TOP 5 ჩემპიონატიდან რომელიმეში ითამაშებს.
დიდი პოტენციალის მქონე გარემარბი 20 წლის ასაკში უკვე საქართველოს ვარსკვლავია და საკუთარი თავი შვედეთის ნაკრების კარში გატანილი 2 გოლით კვლავ წარმოაჩინა, რითიც, დიდი სამსახური ესპანეთის ეროვნულ გუნდს გაუწია.
პირველი გოლის დროს კვარაცხელია ყველაზე ჭკვიანი გამოდგა და შვედების მიერ საკუთარ საჯარიმოში ცუდი თამაშით ისარგებლა, ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. მეორე გოლი კი ლამაზ დრიბლინგს მოაყოლა. გონიერი, ტექნიკური, სწრაფი და მატჩის ბედის გადამწყვეტი – აი, ასეთია კვარაცხელია.
ახლა ის ყაზანის რუბინში თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ რუსებს ფული არ აკლიათ, მათი პრემიერლიგა ევროპის წამყვანი ჩემპიონატების დონეს ბევრად ჩამორჩება. თუ ამ მიზეზსა და შვედეთის ნაკრებთან ნაჩვენებ თამაშს გავითვალისწინებთ, კვარაცხელია რუსეთში ბოლო წუთებს ითვლის და ტრანსფერის საკითხი დროის ამბავია.” – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 11 ნოემბერს, შვედეთის ნაკრები, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით დაამრცხა, რომლითაც შვედებს ყატარის მსოფლიო შემპიონატზე გასვლა გაურთულა.