გუშინ ჩვენ ვნახეთ ღირსეული პრეზიდენტი უღირსი ადამიანების გარემოცვაში. ჩვენ ვნახეთ ადამიანი, მიუხედავად 40-დღიანი შიმშილობისა, როგორ იბრძოდა და არ უთმობდა არაფერს იმ ხალხს, რომლებიც მიუქსიეს პრეზიდენტს, რომ მისი ღირსება შეელახათ, _ ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.
“ჩვენ ვნახეთ ყველაზე ღირსეული და ყველაზე თავაწეული პრეზიდენტი. ყველა ხვდება, მათ შორის, გუშინდელმა კადრებმაც უკანასკნელი სკეპტიკოსებიც კი დაარწმუნა, რა საშიშ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რომელიც არაფერს ერიდება იმისთვის, რომ ძალაუფლებას ბოლომდე ჩაებღაუჭოს. ხომ ყველა ვხედავთ ეს ოჩოფეხებზე შემდგარი ივანიშვილის ძალაუფლებაც რომ ირყევა და ირღვევა ყოველდღიურად, ასე გავარღვევთ ბოლომდე, ჩვენი ბრძოლით, ჩვენი ერთად ყოფნით, სიმტკიცით.
ეს აქციები, რომელსაც ვმართავთ იქნება არაძალადობრივი, მაგრამ მტკიცე,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
[sexy_author_bio]