https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

    “ჰეინეკენის” ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

    დონალდ ტრამპი – ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს მიმართეს

18:24; 12.11.2021
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში მოქმედი 20 არასამთავრობო ორგანიზაცია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტს მიმართავს.

ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზეა საუბარი. NGO-ები აღნიშნავენ, რომ მესამე პრეზიდენტთან ამგვარი დამოკიდებულება სერიოზულ კითხვებს აჩენს სხვა პატიმრების მიმართ მოპყრობისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისითაც.

“საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ თქვენი მანდატით განსაზღვრული შესაძლებლობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ად ჰოკ ვიზიტისა და პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. 

უკანასკნელ ხანებში, საქართველოში მოქმედი უფლებადაცვითი ორგანიზაციები ყოველდღიურად ვხდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თვითმხილველები. აღნიშნული, პირველ რიგში, გამოიხატება მისი, როგორც მოშიმშილე პატიმრის და პაციენტის უფლებების უხეშ დარღვევაში, რაც შესაძლოა შეფასდეს, როგორც პატიმრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.

2021 წლის 01 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს და გადაიყვანეს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების განთავსების სპეციალურ დაწესებულებას. მ.სააკაშვილი, პროტესტის ნიშნად, დაკავების დღიდან შიმშილობს, რადგან მიიჩნევს, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია. მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესებისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობის რისკების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მოიწვია ექიმთა კონსილიუმი, რომლის დასკვნის მნიშვნელოვანი მომენტები მედია საშუალებებით გახდა ცნობილი. “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია”.

ზემოაღნიშნულ რეკომენდაციას მოყვა მაღალი თანამდებობის პირების მათ შორის, პრემიერ მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მას მხოლოდ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ პატიმრის სხვა, მათ შორის, სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი არ წარმოადგენს საქართველოს პრემიერ მინისტრის კომპეტენციის სფეროს.

საქართველოს სახალხო დამცველმა ორჯერ – 2021 წლის 24 ოქტომბერს და 4 ნოემბერს შეამოწმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი და დაასკვნა, რომ “დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.” 9 ნოემბერს აღნიშნული საჯაროდ დაადასტურა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ “რა თქმა უნდა, [N18 სამკურნალო დაწესებულება] არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ.“

გარდა სამედიცინო თვალსაზრისით მიზანშეუწონლობისა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება მესამე პრეზიდენტის ფიზიკური უსაფრთხოებისა და მისი ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის თვალსაზრისითაც სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს – N18 დაწესებულება მდებარეობს N8 დაწესებულების ტერიტორიაზე, რომელში გათავსებული პატიმრების დიდი ნაწილი კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარია, ხოლო მ. სააკაშვილის მმართველობა ასოცირდება კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლასთან, რაც თავისთავად მაქსიმალურად ზრდის მასზე ფიზიკური ზემოქმედების რისკს სხვა პატიმრების მხრიდან.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, 2021 წლის 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით, მოშიმშილე პატიმრის მიმართ მოპყრობისა და პაციენტის ინფორმირებული თანხმობის პრინციპების სრული იგნორირებით იქნა გადაყვანილი N18 დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ მ. სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა კატეგორიული უარი ამ დაწესებულებაში მკურნალობაზე.

მ. სააკაშვილის N18 დაწესებულებაში გადაყვანის მეორე დღესვე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ “N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, – რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.”

პრეზიდენტ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას მკაცრი განცხადებით გამოეხმაურნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებიც – Aმნესტყ Iნტერნატიონალ-მა მომხდარი ღირსების შელახვად, პირადი ცხოვრების ხელყოფად და სათანადო სამედიცინო დახმარების გაუწევლობად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ შერჩევით მართმსაჯულებას არამედ პოლიტიკურ შურისძიებას ჰგავს  და Iღჩთ-იმ კი დაგმო პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა და საქართველოს ხელისუფლებას მ.სააკაშვილის საბაზისო ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

გარდა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ძალის გამოყენებისა, მ. სააკაშვილი, N18 დაწესებულებაში შესახლებისას ასევე გახდა სხვა პატიმრების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტიც, რისი ამსახველი კადრებიც ასევე გასაჯაროვდა. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ პატიმრების მხრიდან სიტყვიერ აგრესიას განგრძობადი და პერმანენტული ხასიათი აქვს და იგი მიმართულია არა მხოლოდ პატიმარ სააკაშვილის, არამედ ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც მის მოსანახულებლად შედის დაწესებულებაში, მათ შორის, სახალხო დამცველის მიმართაც. ის გარემოება, რომ პენიტენციური სამსახურს არც კი უცდია პატიმრების მხრიდან აგრესიის აღკვეთა, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა, ეს მოვლენები მართული ხასიათის იყოს.

2021 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა პრეზიდენტის სამკურნალო დაწესებულებაში ძალმომრეობით შეყვანის კადრების ნაწილი, რაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, უწყებაში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო “იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოუწოდა შესაბამის უწყებებს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველიც, რომლის შეფასებით, “იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა  N18 სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებით პატიმრის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაარღვია.”

2021 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა ძალადობისა და წამების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტთა ჯგუფის განცხადება საქართველოს მე–3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში წამების ფაქტზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ “მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებებში ყოფნისას დაექვემდებარა სხვადასხვა სახის ღირსების შემლახავ მოპყრობას, ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო მე – 18 – ე დაწესებულებაში გადაყვანისას დაექვემდებარა როგორც ფსიქოლოგიურ წამებას, ასევე ფიზიკურ წამებას და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენციის მცდელობას, რამაც პაციენტს უარი ათქმევინა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს და საჭიროებს დაუყოვნებელ ზომებს, პაციენტის სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის სახით. ამავდროულად, ზეწოლის ფაქტების ინტენსიობისა და ხანგრძლივობიდან გამომდინარე, რაც შიმშილობის ხანგრძლივობასა და სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმაში აისახება, და მიზნად ისახავს პოლიტიკურ შურისძიებას, მიხეილ სააკაშვილის დისკრიმინაციასა და საზოგადოების დეზინფორმირებას, მივიჩნევთ, რომ კანონდარღვევები და ძალადობის გამოყენებული მეთოდები, ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, როგორც პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის წამება.”

პატიმარ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ნაწილია მაღალი თანამდებობის პირების და საჯარო უწყებების არაერთი განცხადება, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობის დამძიმებისა და მისი პროვოცირებისკენ, უარი ეთქვა სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული, სასიცოცხლოდ საჭირო ნივთიერებების მიღებაზე და სრულ შიმშილობაზე გადასულიყო. ასეთი განცხადებების მაგალითია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება პატიმრის თვითმკვლელობის უფლებაზე, მისივე განცხადება იმის თაობაზე, რომ “როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს”, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ “ეს კაცი ჭამს და სვამს, 3 ლიტრი ლიმონათი უნდა და სვამს”. აღნიშნული განცხადებების საპასუხოდ, პროტესტის ნიშნად, სააკაშვილმა უარი თქვა ნებისმიერ სამედიცინო დახმარებაზე.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 06 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ასევე გაავრცელა მ. სააკაშვილის მიერ, N12 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით, სპეციალური საკვები დანამატების მიღების კადრები, რომლებიც მოშიმშილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის მტკიცებულებად წარმოადგინა.

ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პატიმარ სააკაშვილის მიმართ მსგავსი მოპყრობა, მაშინ, როდესაც საზოგადოების სრული ყურადღება მიპყრობილია მისი ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მიმართ, სერიოზულ კითხვებს აჩენს სხვა პატიმრების მიმართ მოპყრობასა და მათი უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისითაც. ვფიქრობთ, საერთაშორისო ავტორიტეტული მონიტორინგის ორგანოს მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის, მათ შორის, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მოპყრობის შეფასება მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების თვალსაზრისით”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი IDSD
  • “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” GDI
  • ცენტრი “ემპათია”
  • “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის” RIVG
  • საზოგადოება და ბანკები
  • ციხის საერთაშორისო რეფორმა PRI
  • კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიტიკის ცენტრი
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო TI
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI
  • “უფლებები საქართველო” Rights Georgia
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი GMC
  • მედიის განვითარების ფონდი  MDF
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED
  • ღია საზოგადოების ფონდი OSGF
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი EPRC
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC
  • საფარი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ჭავჭავაძის ცენტრი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური: ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა

16:19; 13 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი სასამართლოდან გააძევეს და პატიმრობაში დატოვეს

16:05; 13 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი”- ადვოკატი

14:38; 13 იანვარი, 2026
პოლიტიკა

“საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – რეჟიმი პოზიციებს თმობს” – სალომე ზურაბიშვილი

13:23; 13 იანვარი, 2026

იბრაჰიმოვიჩი ქართველ გულშემატკივარზე: "რომ არა კოვიდი, ჩავეხუტებოდი"

ვინ იყო შეუბრალებლობით განთქმული თბილისელი ყაჩაღი ტატო წულუკიძე

ყველა სიახლე

სამართალი

რიკოთზე განათების ქსელის კაბელები მოიპარეს

21:03; 14.01.2026
სამართალი

მკვლელობა მარჯანიშვილზე _ შსს განცხადებას ავრცელებს

20:49; 14.01.2026
სამართალი

თბილისში, მარჯანიშვილზე, ქალი მოკლეს _ რა დეტალები ხდება ცნობილი

20:30; 14.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 იანვრამდე საქართველოში? – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

14:51; 14.01.2026
სამართალი

მძიმე ავარია თბილისში – სოციალურ ქსელში კადრები ვრცელდება

12:51; 14.01.2026
საზოგადოება

ნისლი, დიდთოვლობა, ქარბუქი და ზვავსაშიშროება – რა მდგომარეობაა საქართველოს საავტომობილო გზებზე

12:27; 14.01.2026
ზაფრანი

ცნობილი ადამიანების საახალწლო ტრადიციები

12:03; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:57; 14.01.2026
ზაფრანი

სად აღინიშნება ძველით ახალი წელი   

11:47; 14.01.2026
ზაფრანი

რა არის ძველით ახალი წელი   

11:45; 14.01.2026
ზაფრანი

ძველით ახალი წლის ტრადიცია

11:43; 14.01.2026
პოლიტიკა

„ბატონმა ივანიშვილმა მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება“ – ტიკარაძე ღარიბაშვილის დაკავებაზე

11:41; 14.01.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11:29; 14.01.2026
საზოგადოება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

11:23; 14.01.2026
ფინანსები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 14 იანვარს

11:18; 14.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო