დღეისთვის დაგეგმილი “ნაციონალური მოძრაობის” აქციები გაუქმდა. პარტიაში ამბობენ, რომ სხვა ნაბიჯები გადაიდგმება, თუმცა ჯერჯერობით დამატებითი დეტალები უცნობია. მათივე თქმით, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელდება.
რაც შეეხება მოძრაობა სირცხვილიას აქციას, რომელიც პარლამენტთან 19:00 საათზე არის დაგეგმილი, აქტივისტები აცხადებენ, რომ გაიმართება.
ექსპრეზიდენტი უკვე 45-ე დაღეა შიმშილობს. როგორც გუშინ, 13 ნოემბერს მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, სააკაშვილს ძლიერი სისუსტე აქვს და დღეს პირველი დღეა, როცა ფეხზე ვერ ადგა.
ექსპრეზიდენტი და მისი ადვოკატები სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება უარზეა — სამოქალაქო კლინიკის ნაცვლად ის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც იძულებით შეიყვანეს. სააკაშვილი იქ მკურნალობაზე უარს ამბობს.
ევროსასამათლოს გადაწყვეტილების შემდეგ მან განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ. პასუხად იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ მოხარული იქნებიან თუ არ იშიმშილებს, მაგრამ დათქმების გარეშე.