ოზურგეთში კოვიდინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 9277 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8280 პაციენტი, გარდაცვლილია 80.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 917 შემთხვევა.