ევროპასა და აზიაში ფრინველის გრიპი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.
ცხოველთა ჯანდაცვის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფრინველის გრიპის რამდენიმე აფეთქება გამოვლინდა, რაც იმის ნიშანია, რომ ვირუსი კვლავ სწრაფად ვრცელდება.
გამოცემის ინფორმაციით, წინა ეპიდემიის შემდეგ მეფრინველეობის ინდუსტრია ფრინველის გრიპთან გასამკლავებლად მზად არის. ინფორმაციისთვის, ეპიდემიის შედეგად ათობით მილიონი ფრინველი განადგურდა. ეპიდემია ასევე ხშირად იწვევს ვაჭრობის შეზღუდვას. ის ეპიდემიოლოგების ყურადღებასაც იპყრობს, რადგან ვირუსი შეიძლება გადაეცეს ადამიანებს.
ამ წლის მონაცენებით, ჩინეთში ფრინველის გრიპით 21 ადამიანი დაინფიცირდა, რაც გასული წლის განმავლობაში დაფიქსირებულ შემთხვევებთან შედარებით მაღალი რიცხვია.
ცხოველთა ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, სამხრეთ კორეამ ერთ-ერთ ფერმაში ეპიდაფეთქება გამოაცხადა, რის გამოც 770 000 ფრინველი დახოცეს. პირველი ეპიდაფეთქება გამოცხადდა იაპონიაში, 2021 წლის ზამთრის სეზონზე.
გამოცემის ცნობით, ეპიდემიები ჩვეულებრივ ხდება შემოდგომაზე და გადამფრენ გარეულ ფრინველებს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი შეიძლება ადამიანს გადაეცეს, ფრინველის გრიპით ადამიანი ფრინველის ხორცის ჭამისას არ ინფიცირდება.