მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კვლავ არ შეუშვეს. ნიკოლოზ ყიფშიძე ციხესთან რამდენიმე საათი იცდიდა, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, უარის მიზეზი მისთვის უცნობია.
“შემატყობინეს, რომ დღეს ჩემი შესვლა არ მოხდება, მობრძანდით ხვალო. მიზეზს არ მეუბნებიან…თინა [ბიკუჩავა] იყო შესული არ უშვებდნენ გარეთ, მე არ მიშვებდნენ შიგნით…ახლა მითხრეს, რომ ახლა აღარ იქნება შესვლა”, _ თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.