შორეულ 2010 წელს, ცნობილ მსახიობ ტიმოთი შალამეს თურმე „იუთუბერობა“ დაუწყია.
არხზე „ModdedController360“ მომავალი კინოვარსკვლავი ტვირთავდა მოკლე ვიდეოებს, რომლებშიც „Xbox 360“-ის სხვადასხვა ფერის კონტროლერებს მთელი მონდომებით განიხილავდა.
ტიმოთის არხს ამ დროისთვის 22 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის თითოეულ ვიდეოს კი ასიათასობით ნახვა აქვს. ასე რომ, ფანებს, როგორც ჩანს, არა მხოლოდ მსახიობის განსახიერებული როლები, არამედ 15 წლის ასაკში მისი შექმნილი კონტენტიც ძალიან მოსწონთ.
[sexy_author_bio]