ცოტა ხნის წინ ევროპულმა კომისიამ შეიმუშავა ახალი წესები, რომელთა თანახმადაც, მწარმოებლები ვალდებულნი იქნებიან, ტელეფონებისა და მცირე ელექტრონული მოწყობილობებისთვის, უნივერსალური დამტენი მოწყობილობა შექმნან.
ინიციატივის მიზანია მომხმარებლებს მოწყობილობის ყიდვისას, ახალი დამტენის შეძენა არ მოუწიოთ და უკვე არსებული, უნივერსალური დამტენით სარგებლობა შეძლონ.
წინადადებას უკვე გამოეხმაურა Apple. კომპანია მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ინოვაციურ მიდგომას დააზიანებს.
დაგეგმილი ცვლილება გულისხმობს სმარტფონების, ტაბლეტების, კამერების, ყურსასმენების, პორტატული დინამიკებისა და ვიდეოთამაშების კონსოლების უნივერსალურ დამტენი მოწყობილობის შექმნას.
[sexy_author_bio]