ცოტა ხნის წინ ელექტრომობილმა „Tesla Model S Plaid“ ახალი ჩქაროსნული რეკორდი დაამყარა.
ამერიკული კომპანიის ახალმა ელექტრომობილმა 20,76 კილომეტრი 7 წუთსა და 30,9 წამში დაფარა. ეს ახალო რეკორდია, რადგან 2019 წელს „Porsche Taycan“-მა ეს მანძილი 7 წუთსა და 42,9 წამში გაიარა.
„Tesla Model S Plaid“ მოდელი Tesla-ს წარმოების ხაზის ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია.
ავტომობილს 100 კილომეტრის დაფარვა 1-საათსა და 2 წამში შეუძლია. ძრავის ერთჯერადად დამუხტვის შემდეგ ელექტრომობილს 650 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 320 კილომეტრია.