„აიხდინა ,,ლანჩხუთის ოცნებამ” ოცნება“, _ წერს ფეისბუქზე გვანცა ჩხარტიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრში დასავლეთ ზონის კოორდინატორი იყო.
ახლა კი ირკვევა, რომ 17 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, რომელსაც ხელს ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა აწერს, ჩხარტიშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა.
ორი ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ჩხარტიშვილმა ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ სამსახურიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და იქვე სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელობას ზეწოლასა და პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებდა.
„მეგობრებო მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ სამსახურს, სადაც რამდენიმე წელია, ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში ვუმკლავდებოდი იმ წნეხს, რაც ხორციელდებოდა ჩემ მიმართ, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ეს შეუძლებელია. კონკრეტულ ფაქტებს და დეტალებს გაგაცნობთ მოგვიანებით“, _ წერდა მაშინ ფეისბუქზე გვანცა ჩხარტიშვილი.
სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელი ნატა კობალავა კი „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს არ ადასტურებდა და ამბობდა, რომ არანაირი ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ქონია.
[sexy_author_bio]