,,ნინო ლომჯარია ნაციონალების დამცველია”, _ ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა კონსილიუმის შესახებ დასმულ კითხვას.
“ნაციონალების დამცველია ის, სახალხო დამცველი არ არის”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ენდობა ის სახალხო დამცველის მიერ შექმნილ კონსილიუმის დასკვნას, დეპუტატმა უპასუხა: ,,მამიდაშვილ-ბიძაშვილები ჰყავთ [წევრებად] და იმიტომ”
ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა 17 ნოემბერს გამოაქვეყნა.
დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.
[sexy_author_bio]