ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებას FACEBOOK-ზე ეხმაურება, სადაც ის არ გამორიცხავს, რომ სახალხო დამცველის მანდატით მოქმედ ექიმებს სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ.
“ხომ გითხარით, ახლა ამ ექიმების ფბ-ს შეესევიან-თქო. “ქართული ოცნება” ექიმების ფბ გვერდების ჩაანალიზება-შესწავლით რომ დაკავდა, დილითვე დაადასტურა დეპუტატმა ბექა დავითულიანმა, წამაკითხეს მათი( ექიმების) სტატუსები, მივხვდი, რომ მათ (ექიმებს) შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდეთ, ამბობს დავითულიანი. საღამომდე იტყვიან, რომ ეს ექიმები ბავშვებს ჭამენ. P.s – რა დაგიშავეთ? რა დღეში ჩაგვყარე, ღმერთო?!” _ წერს გრიგოლია.