ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მდიპლომატმა Twitter-ზე დაწერა.
,,ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ გადაიყვანეთ ის წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში. სააკაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს. თუ არეულობა გაწუხებთ, შემოღობეთ პერიმეტრი. უბრალოდ გააკეთეთ პასუხისმგებლობიანი საქმე“ – წერს იან კელი.
ცნობისთვის, 18 ნოემბერს საღამოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატების ოთახის დატოვების შემდეგ, „მოწყვეტით დაეცა“ და გონება დაკარგა.
[sexy_author_bio]