“ინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა, მაგრამ არ გვყავს ონლაინსწავლებაზე გადაყვანილი ბევრი კლასი. ეს ინფიცირების შემთხვევები მომხდარია მაშინ, როცა ან მასწავლებელს ან მოსწავლეს არ ჰქონდა სკოლასთან შემხებლობა,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ განუცხადა.
“პირველ საჯარო სკოლაში სამი კლასი გვყავს გადაყვანილი წერტილოვან ონლაინ სწავლებაზე, სადაც დაფიქსირდა ვირუსი მოსწავლეებში, ასევე სამი მასწავლებელია დაინფიცირებული. რამდენიმე კლასი არის ასევე წერტილოვნად შეზღუდული სამრევლო სკოლაში, შუა ამაღლების საჯარო სკოლაში ერთი კლასი გვყავს სრულად დისტანციურ სწავლებაზე. ერკეთის საჯარო სკოლაში გვაქვს ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ ონლაინსწავლაზე გადასვლა არ მოგვიწია. დამლაგებელს დაუდგინდა ინფიცირება, ასევე რამდენიმე დედმამიშვილ ბავშვს. ინფიცირებულია 1 მასწავლებელი, რომელსაც გუშინ უწევდა ტესტის გაკეთება. უსიმპტომო იყო და ტესტმა დაუდგინა, რომ ჰქონდა კორონავირუსი. ჩაისუბნის საჯარო სკოლაში გვაქვს ასევე ინფიცირების შემთხვევები. დედმამიშვილები დაინფიცირდნენ, თუმცა არ ჰქონიათ სკოლასთან შეხება. სრულ დისტანციურ სწავლებაზე რჩება ჯერჯერობით შუა სურების საჯარო სკოლა”,_ ამბობს სიხარულიძე.