“ლელოს” ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, სააკაშვილს როგორც კი გადაიყვანენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში “ლელო” შეწყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს.
ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკები მოიხსნება, რაც მათი ბოიკოტის მიზეზი იყო.
“როგორც კი მოხდება სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ჩვენ, “ლელო საქართველოსთვის ” შეწყვეტს პოლიტიკურ ბოიკოტს. რა თქმა უნდა, კრიზისის მიზეზი ბევრია ამ ქვეყანაში მაგრამ ეს იქნება დიდი ნაბიჯი დეესკალაციისკენ. არის უამრავი უმწვავესი საკითხი, რომელიც ქვეყანას აწუხებს და მოითხოვს გადაჭრას. ჩვენ ამისთვის გავგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას”, _ განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაყვანა ხელისუფლებამ დღეს, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შესთავაზა.
[sexy_author_bio]