მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე, _ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გლდანის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა.
“სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია დავადგინოთ სამედიცინო დღის წესრიგი, ასევე, ხვალიდან მისი მდგომარეობის შესახებ იყოს ცნობილი არა მხოლოდ კლინიკის ექიმებისთვის, ზოგადად, ყველასთვის.
მისი ტრანსპორტირება გახორციელდება მოგვიანებით, ამას ითხოვს უსაფრთხოების ზომები. მედიის გარდა ყველას ვთხოვ, დატოვოს ტერიტორია, რადგან რეანიმობილი არ გამოვა ციხის ტერიტორიიდან, სანამ ტერიტორია არ იქნება თავისუფალი”, _ განაცხადა ნიკა გვარამიამ..