მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა, პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა.
მათი განცხადებით პოლიტიკური ბრძოლა გრძელდება, გრძელდება საპროტესტო აქციები, რომლის მთავარი მოთხოვნაც იქნება მიტაცებული არჩევნების დაბრუნება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მათ მადლობა გადაუხადეს სახალხო დამცველის აპარატს და ელენე ხოშტარიას, მიხეილ სააკაშვილი ჰოსპიტალში გადაყვანის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.