საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
გორის ჰოსპიტალთან იმყოფება მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია. ასევე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ნიკა გვარამია და დიტო საძაგლიშვილი. ადგილზე იმყოფება პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც.