კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,97 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,89 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 9,11 პროცენტი.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 085 პირს დაუდასტურდა, 4 428 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა.
გუშინ, 22 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 851 შემთხვევა გამოვლინდა, 5 530 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 55 კი გარდაიცვალა.