ქართველი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რომელიც წლებია ამერიკაში მოღვაწეობს, ვაქცინაციის შესახებ ახალ კვლევას ავრცელებს.
მისი თქვით, დაკვირვების საგანი გახდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. კვლევის მიზანი იყო, გაერკვია, ჰქონდა თუ არა მოხშირებულ სისხლძარღვოვან კატასტროფებთან საერთო ვაქცინაციას.
„კვლევის შედეგების თანახმად დაასკვნეს, რომ pfizer-ის ვაქცინის არცერთი დოზა არ არის ასოცირებული მიუკარდიუმის ინფარქტის ინსულტის და ფილტვის არტერიის თრომბოზის მომატებულ რისკთან“ – წერს ის.
კვლევა ჩატარებულია საფრანგეთში და მოიცავს 3.9 მილიონ 75 წელს გადაცილებულ მოსახლეობას.
„აიცერით და თავს უშველეთ, სანამ ქართული კოვიდ-სტატისტიკის ტრაგიკული ნაწილი გახდებით“ – მოუწოდებს ქართულ მოსახლეობას ნანა გეგეჭკორი.
[sexy_author_bio]