ამ წუთებში ხანძარია სამტრედიაში. ქალაქში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, ყოფილი „ატეესის“ შენობა იწვის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ამჟამად ხანძრის ლოკალიზების პროცესი მიმდინარეობს. მობილიზებულია იმერეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე.
როგორც სამტრედიის მერი გვიდასტურებს, ამჟამად ეს შენობა სილქნეტის საკუთრებაა, თუმცა, იქ მუშაობა არ მიმდინარეობს და შენიბა, პრაქტიკულად უმოქმედო და მიტოვებული.
დავით ბახტაძის თქმით, ხანძრის შედეგად არავინ არის დაშავებული.
[sexy_author_bio]