ოზურგეთში კოვიდინფიცირების 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, კოვიდინფიცირება დაფიქსირდა ოზურგეთის მეოთხე საბავშვო ბაღშიც, რის გამოც 1 ჯგუფი დაიხურა.
სულ კი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ოზურგეთი დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 9889 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8889 პაციენტი, გარდაცვლილია 83.