დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის შეფასებით, პრობლემაა ის, რომ მოქალაქეების ნაწილი ჯერ კიდევ არ იცრება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ანტივაქსერულ განცხადებებს აქტიურ კამპანიას უპირისპირებს.
“პრობლემა იგივეა, რაც იყო. არის ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელიც არათუ თვითონ არ იცრება, არამედ სხვებსაც გონებას ურევს. სამწუხაროდ, მათ მედიაში თავიანთი ანტივაქსერული პროპაგანდის განხორციელების საშუალება ეძლევათ, რაც პრობლემაა. ამას ვუპირისპირებთ იმას, რომ სოფელ-სოფელ დავდივართ, ხელისუფლებაც სოფელ-სოფელ დადის”, _ განაცხადა იმნაძემ.
გარდა ამისა, მან ე.წ. შავ პარასკევთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
“მოქალაქეებს ვურჩევ, იყვნენ აცრილები, ეკეთონ პირბადე და დაიცვან დისტანცია”,-განაცხადა იმნაძემ.