ზუგდიდის საკრებულოს შენობასთან, პოლიცის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება იყო, სამართალდაცველები პროტესტის მონაწილეებს პულივიზატორით წარწერების გაკეთების საშუალებას არ აძლევდენ, რა დროსაც ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ხელი დაიზიანა. პირველადი დამხარება მას ადგილზე გაეწია.
ანი წითლიძის განცხადებით, ხელი მაშინ დაუზიანდა, როდესაც შენობის წინ საპროტესტო შინაარსის მქონე წარწერის გაკეთებას ცდილობდა.
,,მონებოს დაწერას ვცდილობდი და ამიტომ მომატეხეს თითი.
ჭიდაობაში პოლიციამ თითიც მომტეხა… პოლიცია ცდილობს, რომ პულივიზატორი”წამართვას და ამისთვის არიან ახლა მობილიზებულნი და თავზე მადგანან.
საკრებულოს შენობაში ზიან მონები და ბიუჯეტის ღორები, აი ამის დაწერას ვაპირებდით აქ და ამისთვის არის ეს მობილიზაცია” – განაცხადა ანა წითლიძემ
ცნობისთვის, ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას აპროტესტებს, ამ დრომდე ხმაურია. პოლიციამ ცოტა ხნის წინა ადგილზე ოპოზიციის ორი მხარდამჭერი დააკავა. ისინი შენობის გარეთ წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, რის უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პარალელურად შენობის შიგნით ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა მიმდინარეობს, საიდანაც ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციამ გამოიყვანა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრის კენჭს, რაც კანონდარღვევაა. მათი თქმით, ეცდებიან, რომ ამ უკანონო პროცესს ხელი შეუშალონ.
პოლიცია მობილიზებულია ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შიგნით და გარეთ.