ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც გერმანიაში მოღვაწეობს სოციალურ ქსელში SARS-CoV-2-ის ახლი ვარიანტის შესახებ წერს.
„ახალი შტამი დიდი რაოდენობის და საშიში მუტაციებით!!
სულ რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი შტამი უკვე ევროპაშია ანუ ძალიან სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით…
მივაქციოთ ყურადღება, ახალი ვარიანტები და მუტაციები ძირითადად ქვეყნებში დაბალი ვაქცინაციით ვითარდება!!!
საქართველოში ამ დროს მიტინგების და შეკრებების ფონზე აბსურდულია დისკუსია ორ მწვანე პასპორტზე…
ისმის კითხვა _ განზრახ დაწყებული გენოციდი თუ მართლაც მძიმე ფორმის გონებაშეზღუდულობა?
ე. წ. „მუდმივი მწვანე პასპორტით“ სამი მიზანი იქნება მიღწეული:
1. მსხვერპლი გაიზრდება!!!
2. ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო შენელდება!!!
3. მსოფლიოში მართლაც პირველები ვიქნებით გონებაშეზღუდულთა ქვეყნის სახელით!!!
პანდემია, რომელიც ასეთ პატარა ქვეყანაში დიდი ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით მართლაც კარგად შეიძლებოდა მართულიყო მინიმალური მსხვერპლით, ფაქტობრივად, ავტოპილოტზეც არ არის.
პანდემიის დასრულების შემდეგ, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი და დარწმუნებული ვარ ბევრი ექიმი იგივე აზრზეა, ვინც პანდემიის ვითომ მმართველი გუნდის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს!!
ხალხი იღუპება!!! ოფიციალური დანაშაულია, როგორც პანდემიის მმართველმა ინტერვიუს მიცემის გარდა არაფერი/ვერაფერი მოიმოქმედო და დამკვირვებლის როლი მოირგო!
ბევრი ადამიანი შეიძლებოდა გადარჩენილიყო, რომ არა ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანია, რომ არა ეს მიტინგები და რომ არა ამპარტავნული დამოკიდებულება, გაგვეთვალისწინებინა სხვა ქვეყნების მიდგომები!!!“ _ წერს თამარ ჟამურაშვილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved