https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კომუნიკაციების კომისია “მთავარ არხს” ბულინგსა და მუქარაში ადანაშაულებს

10:42; 27.11.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კომუნიკაციების კომისია “მთავარ არხს” ბულინგსა და მუქარაში ადანაშაულებს, _ ამის შესახებ კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მენეჯმენტის მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, თითქოსდა კომისია „მთავარი არხის“ დაჯარიმების შესახებ 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. სიცრუეა არხის ხელმღვანელობის განცხადება, რომ კომისიას არ ჰქონდა არხის დაჯარიმების სამართლებრივი საფუძველი, კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია „მთავარი არხის“ წარმომადგენლების მხრიდან კომისიის წევრებისა და თანამშრომლების მისამართით გაკეთებული მუქარისა და ბულინგის შემცველი განცხადებები.

აშკარაა, რომ აღნიშნული კომისიის თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას და კომისიის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას ემსახურება. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მცდელობები, კანონის აღსრულებას ხელს ვერ შეუშლის და კომისიის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონით, აკრძალულია არასათანადო ზემოქმედება, არასამართლებრივი ჩარევა, ან სხვა სახის ზემოქმედება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, კომისიის წევრის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ.

არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა განიმარტება, როგორც ზემოქმედება, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებსა და გადაწყვეტილებებზე   იმ მიზნით, რომ პირმა სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა  მიიღოს. „მთავარი არხის“ წარმომადგენლების ქმედებები და განცხადებები შეიცავს კანონით აკრძალული არასათანადო ზემოქმედების მცდელობის ნიშნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

კომუნიკაციების კომისიის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც „მთავარ არხს“  პასუხისმგებლობა დაეკისრა, სრულად შეესაბამება არა მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა  ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. 

მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, ყურადღებით დააკვირდნენ აღნიშნულ პროცესს. კომისიის ყველა გადაწყვეტილება ღია და ხელმისაწვდომია, თუმცა, კომისია მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს დამატებით მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია გამოყენებული სტანდარტებისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. ამასთან, მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს,  არ დატოვონ ყურადღების მიღმა ის მასობრივი  მუქარის და ბულინგის მცდელობის ფაქტები, რომელსაც „მთავარი არხის“ მენეჯმენტი დამოუკიდებელი რეგულატორის და მისი თანამშრომლების მისამართით ეწევა.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ ეთერში პოლიტიკური რეკლამა განთავსდა კანონმდებლობის დარღვევით იმ პერიოდში, როდესაც მაუწყებელს პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსების  უფლება არ ჰქონდა.  მოქმედი კანონმდებლობა დეტალურად ადგენს მაუწყებლების ეთერში პოლიტიკური რეკლამების განთავსების დროსა და პირობებს. კერძოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის პირველი პუნქტი და 761 მუხლის 21-ე პუნქტები ზუსტად განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდის დროის რომელ შუალედში არის დასაშვები პოლიტიკური რეკლამის განთავსება.

აღნიშნულის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ წინაასაარჩევნო პერიოდში. კერძოდ, რეკლამის განთავსება უნდა დაიწყოს კენჭისყრამდე 50 დღით ადრე  და დასრულდეს  კენჭისყრამდე 8 საათით ადრე, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში – მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო ორშაბათიდან  და უნდა დასრულდეს კენჭისყრამდე  8 საათით ადრე.  აღნიშნული ჩანაწერი, ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ადგენს, როდის და რამდენი დღით შეიძლება მაუწყებელმა ეთერში პოლიტიკური რეკლამა განათავსოს.

კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაადგინა, რომ „მთავარმა არხმა“ პოლიტიკური რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში განათავსა. აღსანიშნავია, რომ „მთავარმა არხმა“ ანალოგიური დარღვევა  უკვე მეოთხედ ჩაიდინა, ხოლო ბოლო 1 წლის განმავლობაში ორჯერ.  სწორედ ამიტომ, კანონის თანახმად, მაუწყებელს  ჯარიმის სახით მისი წლიური შემოსავლის  1% დაეკისრა.

პოლიტიკური რეკლამის განმარტებისას კომისია ხელმძღვანელობს ქართული კანონმდებლობითა და საერთაშორისო პრაქტიკით, რამდენადაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობის ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა და საქართველოსთვის იურიდიული ძალის მქონე სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

საერთაშორისო პრაქტიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ირლანდია სადაც სრულად აკრძალულია პოლიტიკური რეკლამა. ირლანდიის მედიის მარეგულირებელმა (BAI)[1] 2016 წელს განიხილა BAI-მ Irish Wind Energy Association (IWEA)-ის რეკლამა და მიიჩნია, რომ ის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. კერძოდ, რეკლამა შეეხებოდა ქარის ენერგიის დადებით მხარეებს და მისი უფრო აქტიურად ათვისების მნიშვნელობას ირლანდიის ენერგოდამოუკიდებლობისთვის.

მარეგულირებელმა – BAI-მ მიუთითა, რომ ვიდეორგოლი მიზნად ისახავდა ირლანდიაში არსებული ენერგო-პოლიტიკის კრიტიკას, რეკლამის განთავსება ხდებოდა საერთო არჩევნებამდე „მოსამზადებელ“ პერიოდში და მიუხედავად იმისა რომ ქარის ენერგია და გადამუშავებული ენერგია (განახლებადი) კომერციული საკითხებია, არჩევნების წინა პერიოდში აღნიშნული საკითხები საჯარო განხილვის საგანი იყო და პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.

ევროპის მასშტაბით არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც ადგილობრივმა მარეგულირებელმა, მათ შორის არაპოლიტიკური პარტიების მიერ მომზადებული პოლიტიკური რეკლამის გავრცელება აკრძალა. მათ შორის, არსებობს ისეთებიც, რომლებმაც შემდგომში სტრასბურგის სასამართლოს კონტროლი გაიარა.

სწორედ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ აღიარებული მიზნების მიღწევას ემსახურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები და მისი განმარტება, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური რეკლამა არაწინასაარჩევნო პერიოდში იკრძალება, ხოლო წინასაარჩევნო პერიოდში – ექვემდებარება სათანადო რეგულირებას, რომელიც აბალანსებს ძლიერი ჯგუფების მხრიდან ნეგატიურ გავლენას, იცავს თავისუფალ პლურალისტურ დებატს და აღკვეთს საზოგადოების პოლარიზებას. 

და ბოლოს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით სრულად არის დაცული, კომუნიკაციების კომისია როგორც ქვეყანაში მედიის დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო იყო და იქნება სიტყვის თავისუფლების გარანტი და ვერც ერთი პოლიტიზირებული  და დაუსაბუთებელი განცხადება, ბრალდება, მუქარა ამ ფაქტს ვერ შეცვლის. სწორედ სახელმწიფო ლიბერალური მედიაპოლიტიკის შედეგად  გახდა თავად „მთავარი არხი“ 5 დღეში ეროვნული მაუწყებელი, – ნათქვამია განცხადებაში. 

კომუნიკაციების კომისიამთავარი არხი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

10:29; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

00:29; 21 იანვარი, 2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20 იანვარი, 2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20 იანვარი, 2026

საქართველოში კოვიდინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

10:29; 21.01.2026
ზაფრანი

ერთი წინადადება, რომლის შეხსენება ძალიან გჭირდებათ

10:24; 21.01.2026
საზოგადოება

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები  თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

0:29; 21.01.2026
საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო