კოსოვოში, ავტობუსს, რომელსაც მგზავრები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები, გადაჰყავდა, დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ავტობუსის მძღოლი და ორი მოზარდი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თავდასხმა პატარა ქალაქ დეჩანის მახლობლად, დედაქალაქ პრიშტინიდან 90 კილომეტრში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი. Reuters-ს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ინციდენტის ტერორისტულ აქტთან დაკავშირება ნაკლებად სავარაუდოა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.